კონფიდენციალურობა

ზოგადი დებულებები

ეს წესები განსაზღვრავს ურთიერთობის პირობებს „Element Meals“-სა და მომხმარებელს შორის.

„Element Meals“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (შპს „Element Fitness“, ს/კ 445747425).
ვებ-გვერდზე შესვლა და პროდუქტის ან სერვისის შეძენა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება მოცემულ პირობებს და იღებს მათი შესრულების ვალდებულებას.
ვინაიდან სერვისი ფუნქციონირებს როგორც სტარტაპი, კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს პირობები, პროდუქცია ან სრულად შეწყვიტოს მომსახურება.

შეთანხმების საგანი

  • შეთანხმება ეხება emeals.ge-ზე წარმოდგენილი პროდუქციის შეძენასა და მის მითითებულ მისამართზე მიწოდებას, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ.
  • პროდუქტებისა და სერვისების ჩამონათვალი შესაძლოა პერიოდულად განახლდეს.
  • კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს შეთანხმების პირობები წინასწარი შეტყობინების გარეშე, ხოლო ახალი რედაქცია ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.

კომპანიის ვალდებულებები

  • კომპანია იღებს პასუხისმგებლობას დროულად მიიღოს და შეასრულოს შეკვეთა, თუ პროდუქტი ხელმისაწვდომია.
  • კომპანია უზრუნველყოფს პროდუქტის მიწოდებას მითითებულ მისამართზე მაქსიმუმ ორ დღეში.
  • იღებს ვალდებულებას დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა.

მომხმარებლის ვალდებულებები

მომხმარებელმა უნდა მიაწოდოს კომპანიას ზუსტი პერსონალური ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონი, მისამართი).
გადახდა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მის ან უფლებამოსილი პირის ანგარიშიდან.
მომხმარებელი ვალდებულია არ გაავრცელოს საკუთარი მონაცემები მესამე პირზე.
ასევე უნდა მიუთითოს სწორი მისამართი და შეკვეთის მიღებისას ადგილზე დახვდეს კურიერს.
შეძენილი პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის და მისი გადაყიდვა აკრძალულია.

შეკვეთის პროცესი

  • მომხმარებელი უნდა ეწვიოს ვებ-გვერდს, გაიაროს რეგისტრაცია სწორი მონაცემებით, აირჩიოს სასურველი რაციონი, დაამატოს კალათში და გადავიდეს გადახდაზე ან მოგვწეროს პირად შეტყობინებაში.
  • გადახდა შესაძლებელია ონლაინ ან საბანკო გადარიცხვით.

გადახდის პირობები

  • ყველა პროდუქტის ფასი მითითებულია ვებ-გვერდზე და მოიცავს კანონით განსაზღვრულ გადასახადებს.
  • კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს ფასები წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
  • თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სერვისი არ შესრულდა ან პროდუქტი არ მიეწოდა მომხმარებელს.
  • მცირედი დაგვიანება ან შეფერხება დაბრუნების საფუძველს არ წარმოადგენს.
  • არასწორი მისამართის მითითების შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება.
    დაბრუნება ხორციელდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც გადახდა განხორციელდა, მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.

კონფიდენციალურობა

  • კომპანია იცავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს და არ გადასცემს მათ მესამე პირებს.
  • კომპანია ამუშავებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც საჭიროა მომსახურების გასაწევად (სახელი, გვარი, ტელეფონი, მისამართი).
  • მომხმარებლის თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე დადასტურებულია შეკვეთის განხორციელებისას.

პასუხისმგებლობა

  • კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხისა და ჰიგიენის ყველა შესაბამის სტანდარტს.
  • გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის ნატურალური ინგრედიენტები.
  • კომპანია არ აგებს პასუხს მომხმარებლის ალერგიულ რეაქციებზე ან ინდივიდუალურ შეუთავსებლობაზე, თუმცა ცდილობს გაითვალისწინოს მომხმარებლის მითითებები.

დასკვნითი დებულებები

  • კომპანია აფასებს მომხმარებელთა უკუკავშირს და მზად არის მიიღოს შენიშვნები.
  • ყველა საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • დავის შემთხვევაში მხარეები შეეცდებიან შეთანხმებას, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობისას საკითხი განიხილება სასამართლოში.